ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია

ანიმაცია კინოხელოვნების უმშვენიერესი დარგია, იგი შემოქმედის ხელში შესაძლებელია იყოს უმაღლესი ხელოვნება, ისეთი, რომელიც ადამიანის სულსა და გულს სწვდება…

 

 

მე შვიდი წელი ვიმუშავე ამ სფეროში, ვიყავი მხატვარ-ანიმატორი. შემდეგ კი ჩემი საქმიანობა სხვა მიმართულებით წარიმართა. ანიმაცია მას შემდეგ გავიხსენე როდესაც მსახურებისათვის ნიქოზში ჩამოვედი. მონასტერში მოვაწყვე მცირე ზომის სტუდია, რომელიც 2008 წლის ომის დროს ნაგებობებთან ერთად - განადგურდა.

 

 

ომის შემდეგ, მეგობრებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით სტუდია აღვადგინეთ, დავაარსეთ ნიქოზის ხელოვნების სკოლა, სადაც მოსწავლეები ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად ანიმაციის ხელოვნებასაც ეცნობიან.

 

 

დროთა განმავლობაში მომწიფდა აზრი: რატომ არ შეიძლება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდეს ისეთ სოფელში, როგორიც ამ შემთხვევაში ნიქოზია?.. 2011 წელს პირველად ჩატარდა ფესტივალი და მას “ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”, ეწოდება.

 

 

გეპატიჟებით გულით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!..

 

 

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია