ფესტივალი სრულიად გამორიცხავს კონკურსის პრინციპს, არ აქვს მნიშვნელობა თუ როდის არის შექმნილი ფილმი, ჩვენი სურვილია შევკრიბოთ ის შემოქმედი ადამიანები, რომელთათვისაც მხატვრული აზროვნების სიღრმე მთავარი ფასეულობაა. აქ არ გაიმართება მხოლოდ და მხოლოდ ფილმების ჩვენება - ყოველი ავტორი შეეცდება, რომ მაყურებელი თავისი ფილმის ინტონაციის აღსაქმელად განაწყოს. ფესტივალზე გთავაზობთ საუბრებს ანიმაციასა და კინოხელოვნებაზე, ხოლო მათ შორის ყველაზე საინტერესო  შესაძლოა გამოიცეს კიდეც.

 

ძალიან საინტერესო იქნება, თუკი ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ნამუშევრებს ვიხილავთ, სიამოვნებით გავეცნობით და მოვიწვევთ ნიჭიერ ავტორებს. ამისათვის, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და საიტზე განაცხადი დაგვიტოვოთ. გეპატიჟებით როგორც ოსტატებს, ასევე დამწყებ ავტორებს, მივესალმებით ყოველგვარ ნამუშევარს, რომელშიც იგრძნობა ინდივიდუალური შემოქმედებითი საწყისი, კომერციული ღირებულება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფესტივალზე ასეთი ფილმების წარმოდგენას. 


მხედველობაში მიიღეთ, რომ ფესტივალი მონასტერის სიახლოვეში, ეპარქიის მმართველის ინიციატივით გაიმართება. ფილმების შერჩევისას, შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად,  ეს გარემოებაც გაითვალისწინეთ. მოსაწვევებს ფილმების ავტორებთან ან მათ წარმომადგენლებთან მას შემდეგ დავაგზავნით, რაც საორგანიზაციო კომიტეტი შემოსულ ფილმებს გადაარჩევს და მათ ფესტივალის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და ველით თქვენს ნამუშევრებს. 

 

gTxovT gamogvigzavnoT ganacxadi Cvens elfostaze

ganacxadi unda moicavdes Semdeg monacemebs:

saxeli

gvari

qveyana/ moqalaqeoba

mokle biografia (CV)  foto

monacemebi sakuTar namuSevrebze internetSi;

 

Tu internetSi ar aris namuSevrebi, SegvatyobineT werilis saSualebiT, rogor movipovoT maT Sesaxeb informacia.

 

sasurvelia aseve, rom ganacxadSi datovoT Tqveni sakontaqto telefoni da safosto misamarTi.