ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში - რადიო თავისუფლება

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში 

ნატალია ორლოვა ნიქოზში მოსკოვიდან ჩამოვიდა. იგი ანიმაციური ფილმების სტუდია „ანიმას“ სამხატვრო ხელმძღვანელია. ნატალია ამბობს, რომ ნიქოზიდან დიდი სითბო მიაქვს და ის არასდროს უნდა  განმეორდეს, რაც ამ სოფელში 4 წლის წინ დატრიალდა. 
 
„მე აქ არაჩვეულებრივ ემოციურ მუხტს ვიღებ ადამიანებთან ურთიერთობისგან, ამ ადგილიდან, ჩვენი მასპინძლებისგან. პირველ რიგში, ეს ყველას გვაერთიანებს. როცა ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, შინაგანად თითქოს დანაშაულს ვგრძნობთ იმ სიტუაციის გამო. ხალხი ხომ ამაში დამნაშავე არ არის. ადამიანები ადამიანებად დარჩნენ და მათ შეუძლიათ კარგს კარგით უპასუხონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ვიკრიბებით. ყველა ხომ ერთი ღმერთის შექმნილები ვართ და ღმერთმა არ ქნას, რომ ადამიანებში სიძულვილი გაღვივდეს“, – ამბობს ნატალია ორლოვა.

ნიქოზის ხელოვნების სკოლაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი ანიმატორები მოიწვიონ, რომლებიც ბავშვებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.