ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი
INTERNATIONAL ANIMATION FILM FESTIVAL NIKOZI

მთავარი გვერდი -

ნიქოზში, 2026 წლის 11–16 ოქტომბერს გაიმართება მე-13 „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“.

2026 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ისტორიული თარიღითაა გამორჩეული — აღინიშნება საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი. წლევანდელი ფესტივალი ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებამ საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქრისტიანულმა მემკვიდრეობამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართული კულტურის, ხელოვნებისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში. დღეს, 1700 წლის შემდეგ, ეს მემკვიდრეობა კვლავ გვაფიქრებს იმ ღირებულებებზე, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს და მომავლის შექმნის საფუძველს წარმოადგენს.

ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ანიმაციური ფილმები. ნიქოზში ასევე გაიმართება გამოფენები, მასტერკლასები, შეხვედრები ხელოვანებთან, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები და სხვა კულტურული ღონისძიებები.

ფესტივალი კვლავ შეიკრებს სხვადასხვა ქვეყნის ანიმატორებს, ხელოვანებს, სტუდენტებსა და მაყურებლებს და ნიქოზს საერთაშორისო კულტურული გაცვლისა და შემოქმედებითი შეხვედრების სივრცედ აქცევს.

„რაც გვყოფს კი არა, რაც გვაერთიანებს“

გიზო ნიშნიანიძის ლექსიდან

მემკვიდრეობიდან მომავლისკენ — From Heritage to the Future