2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთმა ნიქოზელმა მანდილოსანმა მაშინ, როდესაც თანასოფლელები სახლებს ტოვებდნენ, თქვა: - თუ სოფელში ერთი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, ის სოფელი რა სოფელიაო და, რაღა სხვა იყოს, ეს ერთი ადამიანი მე ვიქნებიო!.. მის სარდაფთან, რომელსაც  იგი თავს აფარებდა, საჰაერო დაბომბვის დროს ჩამოვარდნილმა ჭურვმა მოზრდილი თხრილი წარმოშვა, საიდანაც ისე, რომ არავის დაუთესავს, აღმოცენდა სიმინდის ღერო და ნაყოფიც გამოიღო...

მსგავსად ამისა, ნიქოზში არსებული ანიმაციური ფილმების მცირე სტუდია ამ ომის დროს განადგურდა, მაგრამ მის ადგილზე აღმოცენდა “ნიქოზის ხელოვნების სკოლა” და “ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წელს მერვედ იმართება ნიქოზში.

ყველას მოგესალმებით, მოწვეულ უცხოელ სტუმრებს და ფესტივალის მონაწილეებს!.. მადლობას მოგახსენებთ ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე მობრძანებისათვის!.. და მოდით, ომიდან მეათე წლისთავზე ღიმილიანი მზერით ვუთხრათ მადლობა ომს მისდაუნებური სიკეთისათვის!..

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით,

                                 ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია

საკონტაქტო ინფორმაცია

გორი სოფ.ზემო ნიქოზი 
ს/კ 204570062
სს „საქართველოს ბანკის“
ცენტრ. ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502 
ანგ.#: 230468200 
ელ-ფოსტა: nikozifestival@gmail.com

შემოგვიერთდით

გამოგვიწერეთ

გამოიწერეთ ჩვენი ფესტივალის სიახლეები

Copyright © 2019 LexGroup.

Designed By LEXgroup

ძიება