ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი
INTERNATIONAL ANIMATION FILM FESTIVAL NIKOZI

ფესტივალი - მონაწილეობის პირობები

ფესტივალი სრულიად გამორიცხავს კონკურსის პრინციპებს, მნიშვნელობა არა აქვს თუ როდის შეიქმნა ფილმი, ჩვენი სურვილია შევხვდეთ იმ ხელოვანებს, რომლებისთვისაც მხატვრული აზროვნების სიღრმეა მთავარი ფასეულობა… აქ არ გაიმართება მხოლოდ და მხოლოდ ფილმების ჩვენება - ყოველი ავტორი შეეცდება მაყურებელი თავისი ფილმის ინტონაციის აღსაქმელად მოამზადოს. ფესტივალზე შემოგთავაზებთ საუბრებს ანიმაციასა და კინოხელოვნებაზე.

ვნახავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილ ნამუშევრებს. სიამოვნებით მოვიწვევთ და გავეცნობით ნიჭიერ ავტორებს - როგორც ოსტატებს, ასევე დამწყებ ხელოვანებს; მივესალმებით ყოველ ნამუშევარს, რომელშიც ინდივიდუალური შემოქმედებითი საწყისია...

ფესტივალი ხელოვნების სკოლის ინიციატივით - მონასტრის სიახლოვეში - ტარდება და ფილმების შერჩევისას, შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად, ეს გარემოებაც იქნება გათვალისწინებული. საორგანიზაციო გუნდი - ფილმების შერჩევის  შემდეგ - ფილმების ავტორებს მოსაწვევებს გაუგზავნიან.

 

გთხოვთ, ფესტივალზე მოწვეულმა სტუმრებმა, გამოგვიგზავნოთ შემდეგი მონაცემები:

სახელი / გვარი

ქვეყანა / მოქალაქეობა

მოკლე ბიოგრაფია, (CV) და ფოტო

მონაცემები საკუთარ ნამუშევარზე ინტერნეტში, ან როგორ მოვიპოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. სასურველია განაცხადში დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი და საფოსტო მისამართი.