ანი­მა­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლი

"ეს ფეს­ტი­ვა­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა ნგრე­ვას­თან და გა­პარ­ტა­ხე­ბას­თან.

24 საათი 12.09.11

 

  aa

გელა კანდელაკი
  •   aa
    ზბიგ­ნევ ზმუდ­ს­კი
  •   aa
  • "ეს ფეს­ტი­ვა­ლი ვაჟ­კა­ცუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა ნგრე­ვას­თან და გა­პარ­ტა­ხე­ბას­თან.

    ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხე, იქ­ნე­ბა ეს გა­ლო­ბა, ფრეს­კა თუ სხვა ფერ­წე­რა, კარ­გად გა­მოთ­ლი­ლი სკა­მი, კარ­გად შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლი თუ კარ­გად გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, სი­ცოცხ­ლით აღავ­სებს ჩვენს სუ­ლებს. ეს ფეს­ტი­ვა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ღი­მი­ლია.

    და­ბომ­ბი­ლი სახ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნა უფ­რო ად­ვი­ლია, ვიდ­რე დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ხილ­ვით შეძ­რუ­ლი სუ­ლის გამ­რ­თე­ლე­ბა.თქვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლი სწო­რედ სუ­ლის მკურ­ნა­ლია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, იმე­დის და მშვე­ნი­ე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლის სიმ­შ­ვი­დე აღად­გი­ნოს" - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი რუ­სი ანი­მა­ტო­რი იური ნორ­შ­ტე­ი­ნი და ქარ­თ­ველ ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნი­ქოზ­ში ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბას ულო­ცავს, რო­მე­ლიც 12-დან 18 სექ­ტემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ქარ­თ­ვე­ლი, რუ­სი, ბე­ლო­რუ­სი, პო­ლო­ნე­ლი ანი­მა­ტო­რე­ბი, ასე­ვე სტუმ­რე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან და ბულ­გა­რე­თი­დან.

    იური ნორ­შ­ტე­ი­ნი თა­ვის კო­ლე­გებ­თან, ანი­მა­ცი­ურ სტუ­დია "ანი­მოს­თან" ერ­თად ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი და მო­ნა­წი­ლეა. ეს რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლია, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ნიქოზში პა­ტა­რა ანი­მა­ცი­უ­რი სტუ­დია შე­იქ­მ­ნა, რაც მა­თი­ვე თა­ნა­მოძ­მე­ებ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ა­ნად­გუ­რეს. მაგ­რამ, ისევ იური ნორ­შ­ტე­ი­ნის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, "კულ­ტუ­რა ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობ­ლოა, რო­მე­ლიც სცდე­ბა პო­ლი­ტი­კურ ბა­რი­ე­რებს".

    ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ იგი არ წარ­მო­ად­გენს ტრა­დი­ცი­ულ კონ­კურსს, მას უფ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფო­რუ­მის სა­ხე აქვს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ რე­გი­ო­ნის მო­სა­ხე­ლო­ბას მა­ღალ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ლებს აზი­ა­რებს. სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მა­ში, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბის გარ­და, და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, კონ­ცეტ­რე­ბი. ანი­მა­ტო­რე­ბი თა­ვად წა­რუდ­გე­ნენ სა­კუ­თარ ფილ­მებს მა­ყუ­რე­ბელს, და ისა­უბ­რე­ბენ ანი­მა­ცი­ის ენის შე­სა­ხებ, ხო­ლო დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი, ნი­ქო­ზის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მას­ტერ­კ­ლა­სებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ. ნი­ქოზს ეწ­ვე­ვა ალი­ას­კის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის 40 სტუ­დენ­ტი, წი­ნამ­ძღ­ვარ­თან ერ­თად. ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის კულ­ტუ­რულ პროგ­რა­მა­ში და კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გარ­და, ქარ­თულ სიმ­ღე­რას და სა­გა­ლე­ობ­ლებ­საც შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამ პროგ­რა­მა­ში და­გეგ­მი­ლია გო­რის მომ­ღე­რალ ქალ­თა გუნ­დის და ხალ­ხუ­რი ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ან­სამ­ბ­ლის კონ­ცერ­ტე­ბი, თბი­ლი­სის ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი და ან­ჩის­ხა­ტის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის გა­მოს­ვ­ლე­ბი.

    ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბის იდეა ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლიტ ისა­ი­ას ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­მაც, გა­ნათ­ლე­ბით ანი­მა­ტორ­მა, გე­ლა კან­დე­ლა­კის სკო­ლის მოს­წავ­ლემ, კარ­გად იცის მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­სიც და ისიც, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რია მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ან­თა სუ­ლებ­ზე.

    მე­უ­ფე ისაია, ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლი­ტი: "ნო­ქოზ­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დია 2008 წელს ომის დროს სა­ჰა­ე­რო და­ბომ­ბ­ვით გა­ნად­გურ­და. მას შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩოს შე­უ­ამ­დ­გომ­ლო­ბით და პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს დახ­მა­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ნი­ქო­ზის ანი­მა­ცი­უ­რი სტუ­დი­ის აღ­დ­გე­ნის და ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის კურ­სე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ექ­ტე­ბი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა ნი­ქოზ­ში დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა, სა­დაც 2009-2010 წელს 40-ზე მე­ტი, ხო­ლო 2010-11 წელს 8-ზე მე­ტი ბავ­ში ეუფ­ლე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გებს. ნი­ქო­ზის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის არ­სე­ბო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა "ნი­ქო­ზის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის"იდე­ის წარ­მო­შო­ბა.

    შევ­თხოვთ უფალს, რომ ამ კე­თილ­მა წა­მოწყე­ბამ თა­ვი­სი კე­თი­ლი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღოს, მრა­ვალ ადა­მი­ანს სი­კე­თის, მშვე­ნი­ე­რე­ბის, სი­ლა­მა­ზის, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბა კი­დევ უფ­რო გა­უღ­რ­მა­ოს".

    სა­ქარ­თევ­ლო­ში პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩოს­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რია პო­ლო­ნე­თის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბია, ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უწევს ბა­თუ­მის ფეს­ტი­ვალს, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო და ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რი, კი­ნოს­ტუ­დია "კვა­ლი xxl", სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი და გო­რის, კას­პის, ქა­რე­ლი­სა და ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის-გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტა­ცია, რო­მელ­თაც სა­კუ­თარ თავ­ზე აიღეს სტუ­მარ­თა მი­ღე­ბა-გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა და ყვე­ლა სა­ორ­გა­ნი­ციო საქ­მე.

    რო­გორც კი­ნოს­ტუ­დია "კვა­ლი XXI"-ს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ანი­მა­ტო­რი გე­ლა კან­დე­ლა­კი ამ­ბობს, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ჟან­რებს შო­რის ანი­მა­ცია ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა კი, სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო დროს, ანი­მა­ცია უფ­რო სა­ბავ­შ­ვო გა­სარ­თობ ფილ­მებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, ვიდ­რე დახ­ვე­წილ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან. ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ღრმა მხატ­ვ­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­თა და გა­მო­სახ­ვის ხერ­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფეს­ტი­ვა­ლი სა­კონ­კურ­სო ფორ­მა­ტით არ მუ­შა­ობს, ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბის თა­რი­ღებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მხო­ლოდ იმა­ზე იზ­რუ­ნეს, რომ სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყო­ფი­ლი­ყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

    გე­ლა კან­დე­ლა­კი: პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­სა და მას­ტერ­კ­ლა­სებ­თან ერთდ და­გეგ­მი­ლია დის­კუ­სია, სა­დაც ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ ანი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მებ­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ ბუკ­ლე­ტის სა­ხით, 5 წლის შემ­დეგ კი, წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა. ალ­ბათ, ზედ­მე­ტია იმის ახ­ს­ნა, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ამ რე­გი­ონ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბას. ჩვენ ყვე­ლამ ახ­ლა უკ­ვე იმა­ზე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, ეს ფეს­ტი­ვა­ლი უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი გავ­ხა­დოთ, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფელ ნი­ქოზს შე­სა­ბა­მი­სი დარ­ბა­ზი არ გა­აჩ­ნია, რის გა­მოც იქ მხო­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლის გახ­ს­ნა და და­ხურ­ვა შედ­გე­ბა, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა კი, გორ­ში გა­ი­მარ­თე­ბა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, რის შემ­დე­გაც სტუმ­რე­ბი ნი­ქოზ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ ხოლ­მე. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის ფეს­ტი­ვალს ნი­ქოზ­ში დარ­ბა­ზი და­ვახ­ვედ­როთ".

    რაც შე­ე­ხე­ბა ანი­მა­ცი­ურ პროგ­რა­მას, ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი­დან ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა და­თო თა­ყა­იშ­ვი­ლის "ჭი­რი" და "ყო­რა­ნი" და და­თო სი­ხა­რუ­ლი­ძის "იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა".

    პო­ლო­ნუ­რი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის სტუ­დია "სე-მა-ფო­რი", რო­მე­ლიც 1947 წლი­დან არ­სე­ბობს, და რო­მე­ლიც დღემ­დე ძი­რი­თად აქ­ცენტს თო­ჯი­ნუ­რი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე აკე­თებს, ფეს­ტი­ვალ­ზე 9 ფილ­მით არის წარ­მო­ად­გე­ნი­ლი. მათ შო­რის 2007 წლის ოს­კა­რო­სა­ნი ანი­მა­ცი­ით "პე­ტია ივა­ი­უ­კი".

    ზბიგ­ნევ ზმუდ­ს­კი, კი­ნოს­ტუ­დია "სე-მა-ფო­რის" დი­რექ­ტო­რი და პრო­დუ­სე­რი: "ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვა­ლი ისე­თი მუხ­ტით და­იწყო, რომ იმე­დი გვაქვს, იგი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თე­ლოს რუ­კა­ზე დარ­ჩე­ბა, მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას შე­ი­ძენს. ისიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფეს­ტი­ვა­ლი აქ­ცენტს აკე­თებს მა­ღალ მხატ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. მე უკ­ვე 35 წე­ლია კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ვარ, დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი მხატ­ვ­რულ კი­ნო­შიც. ანი­მა­ცია არის ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ტოლ­დეს პო­ე­ზი­ას, მხატ­ვ­რო­ბას, მუ­სი­კას. ის, რა­საც ჩვენ ქარ­თ­ველ მა­ყუ­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ, არ არის გარ­თო­ბა, ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის. ამა­ვე დროს, ანი­მა­ცი­ას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აქვს ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი, ჩვენ აქ ვაჩ­ვე­ნებთ ფილმს, რო­მელ­ზეც რე­ჟი­სო­რი კა­მელ პო­ლა­კი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, ბო­ლოს ფილ­მი გა­კეთ­და რო­გორც შვე­ი­ცა­რია-საფ­რან­გე­თი-კა­ნა­და-და­ნია-პო­ლო­ნე­თის ერ­თობ­ლი­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი".

    ნე­ბის­მი­ერ ფეს­ტი­ვალს, ანი­მა­ცი­ის იქ­ნე­ბა ის თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გი, ერ­თი ხიბ­ლი აქვს - გვაჩ­ვევს, ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფას სხვა სი­მაღ­ლი­დან შევ­ხე­დოთ, და სა­კუ­თარ თავ­ში ის ღვთი­უ­რი მარ­ც­ვა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, სამ­ყა­როს შე­მოქ­მედ­მა ჩვენ­ში რომ ჩა­დო.

     

     

    სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-09-12/19808.html