ნი­ქო­ზის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი

მი­ზა­ნი - ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მოძ­რა­ო­ბის ჩვე­ნე­ბა

24 საათი 21.08.12

  •   aa
    ალექ­სანდრ პეტ­რო­ვი "მო­ხუ­ცი და ზღვა". სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მი­დან.
  •   aa
    პა­ა­ტა შენ­გე­ლია "უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი"

მი­ზა­ნი - ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მოძ­რა­ო­ბის ჩვე­ნე­ბა

ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ნი­ქო­ზი" ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა - იგი წელს კვლავ ტარ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მი­სი ად­გი­ლი კვლა­ვაც გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ნი­ქო­ზია. ფეს­ტი­ვა­ლი ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით 3 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­ს­ნე­ბა და 8 სექ­ტემ­ბ­რამ­დე გას­ტანს. მი­სი შექ­მ­ნის იდეა და ინი­ცი­ა­ტი­ვა კი ნი­ქო­ზი­სა და ცხინ­ვა­ლის მიტ­რო­პო­ლიტ ესა­ი­ას ეკუთ­ვ­ნის, რა­საც წინ უს­წ­რებ­და მის მი­ერ ამ სო­ფელ­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლის შექ­მ­ნა. სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლას ნი­ქოზ­ში, და­მე­თან­ხ­მე­ბით, დღეს წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი თუ იდე­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა აქვს, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებს შო­რის 120 მოს­წავ­ლე ანი­მა­ცი­ას და ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც სწავ­ლობს. მა­თი პე­და­გო­გე­ბი რე­ჟი­სორ გე­ლა კან­დე­ლა­კის სტუ­დია "კვა­ლი XXI" და "ბუდ­რუ­გა­ნა გაგ­რას" მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ფეს­ტი­ვა­ლის გახ­ს­ნა­ზე კი პა­ა­ტა შენ­გე­ლი­ას ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის "უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლის" გვერ­დით ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა ნი­ქო­ზის ბავ­შ­ვ­თა ანი­მა­ცი­უ­რი სტუ­დი­ის ფილ­მი "შო­ბა".

ნი­ქო­ზის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ იგი არ წარ­მო­ად­გენს ტრა­დი­ცი­უ­ლი ფილ­მე­ბის კონ­კურსს, მას უფ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფო­რუ­მის სა­ხე აქვს, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ზი­ა­რე­ბაა. სა­ფეს­ტი­ვა­ლო პროგ­რა­მა­ში, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას­თან ერ­თად, და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი. ანი­მა­ტო­რე­ბი თა­ვად წა­რუდ­გე­ნენ ფილ­მებს მა­ყუ­რე­ბელს და ისა­უბ­რე­ბენ ანი­მა­ცი­ის შე­სა­ხებ და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რა­საც ხე­ლოვ­ნე­ბის ეს დარ­გი ამ­კ­ვიდ­რებს. ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, რე­ჟი­სორ გე­ლა კან­დე­ლა­კის თქმით, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სტუმ­რე­ბი გვი­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, გვაც­ნო­ბენ სი­ახ­ლე­ებს და ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა­საც სთა­ვა­ზო­ბენ.

გე­ლა კან­დე­ლა­კი: "ანი­მა­ცია არ არის ნივ­თის გა­და­ად­გი­ლე­ბა, ან­და ადა­მი­ა­ნის მოძ­რა­ო­ბის ჩვე­ნე­ბა, მი­სი მი­ზა­ნი ადა­მი­ა­ნის სუ­ლის მოძ­რა­ო­ბის ჩვე­ნე­ბაა. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო დროს ანი­მა­ცი­ი­დან გა­ნი­დევ­ნა თბი­ლი გმი­რე­ბი, და­ი­კარ­გა სუ­ლი­ე­რე­ბა და სი­კე­თის ნაც­ვ­ლად აგ­რე­სია იფ­რ­ქ­ვე­ვა. მთელ მსოფ­ლი­ო­შია ამის კრი­ზი­სი. ჩვე­ნი სტუ­დი­ა­ში "კვა­ლი XXI" წელს მთავ­რ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ფილ­მ­ზე "ვეფხ­ვი და მოყ­მე". მინ­და გითხ­რათ, მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლი ანი­მა­ტო­რე­ბი ძნე­ლად თუ გა­ა­კე­თებ­დ­ნენ იმას, რაც ჩვე­ნი სტუ­დი­ის ანი­მა­ტო­რებ­მა შექ­მ­ნეს". ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ის ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ღრმა მხატ­ვ­რუ­ლი აზ­როვ­ნე­ბით და გა­მო­სახ­ვის ხერ­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ხდე­ბა ისე­თი ფო­რუ­მის ინი­ცი­ა­ტო­რი, სა­დაც მთა­ვა­რი არა შე­ჯიბ­რი, არა­მედ ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მია. აქ არ ხდე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის თა­მა­ში, არა­მედ საქ­მი­ა­ნი სა­უ­ბა­რია ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ანი­მა­ცი­ა­ზე. ბევ­რ­მა მკითხა, რო­გორ გინ­დათ გა­უძ­ლოთ ასეთ ფეს­ტი­ვალს კო­მერ­ცი­ის გა­რე­შე? მინ­და გითხ­რათ, რომ ანი­მა­ტო­რე­ბი სულ სხვა სუ­ლი­ე­რე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ. მე ვსა­უბ­რობ იმათ­ზე, ვინც არა კო­მერ­ცი­ულ ფილ­მებს, არა­მედ ანი­მა­ცი­ურ სამ­ყა­როს ქმნი­ან. ეს კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მეა."

წელს ფეს­ტი­ვა­ლის სტუ­მარ­თა შო­რის ორი ოს­კა­რო­სა­ნი რე­ჟი­სო­რია: ალექ­სანდრ პეტ­რო­ვი და გა­რი ბარ­დი­ნი რუ­სე­თი­დან. ასე­ვე ირი­ნა კო­დი­უ­კო­ვა და მი­ხე­ილ ალ­და­ში­ნი ბე­ლა­რუ­სი­დან; სერ­გეი სე­რი­ო­გი­ნი - სუზ­და­ლის ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი, სტუ­დია "ანი­მო­სის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი - თენ­გიზ სი­მი­ო­ნო­ვი და ნა­ტა­ლია ორ­ლო­ვა, რუ­სე­თი­დან, ვოლ­ფ­განგ ბე­ლინ­ჰო­ფი (prof.dr.Wolfgang Belinhoff) - ფი­ლო­სო­ფო­სი და კი­ნომ­ცოდ­ნე, ვა­ი­მა­რის ბა­უ­ჰა­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი; ადამ პტა­კი - სტუ­დია "SE-MA-FOR"- ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პო­ლო­ნე­თი­დან და პო­ლო­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი ვი­ტოლდ გი­ერ­ცი (Witold Giersz).

რუ­სუ­ლი სტუ­დია "ანი­მო­სი" ახა­ლი პროგ­რა­მით წელს მე­ო­რედ მო­ნა­წი­ლე­ობს ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვალ­ში, ისე­ვე რო­გორც სტუ­დია "SE-MA-FOR"-ი. სე­მა­ფო­რი სხვა ფილ­მებ­თან ერ­თად წარ­მოგ­ვიდ­გენს ფილმს ცნო­ბილ ანი­მა­ტორ­ზე ვლა­დის­ლავ სტა­რე­ვიჩ­ზე, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა შექ­მ­ნა თო­ჯი­ნუ­რი ანი­მა­ცი­ის ტექ­ნი­კით სი­უ­ჟე­ტუ­რი ფილ­მე­ბი.

სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღი­ურ­ში არ­სე­ბობს სექ­ცია "ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი", სა­დაც ბე­ლო­რუ­სი რე­ჟი­სო­რი ირი­ნა კო­და­კო­ვა, გარ­და სა­კუ­თა­რი ფილ­მი­სა, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­მო­ად­გენს 5 ანი­მა­ცი­ურ ფილმს და ისა­უბ­რებს იმა­ზე, თუ რი­თი არის ეს ფილ­მე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა მა­თი ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ტა­ნა. ანი­მა­ცი­ის ენა­სა და იდე­ო­ლო­გი­ა­ზე ასე­ვე ისა­უბ­რებს გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი და კი­ნომ­ცოდ­ნე, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფ­განგ ბე­ლინ­ჰო­ფი. ასე რომ, ნი­ქო­ზის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, გო­რის რა­ი­ო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­სულ ყვე­ლა სტუ­მარს მარ­თ­ლაც რომ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი ელის.

ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვალს წელს უკ­ვე სა­მი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სა­ხით: სუზ­და­ლის, დრეზ­დე­ნი­სა და ბულ­გა­რე­თის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ნი­ქოზ­ში თა­ვის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ფილ­მებს გზავ­ნი­ან, რა­საც ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ფილ­მე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

ნი­ქო­ზის ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბიც. სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ში ნი­ქოზ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა ლე­ვან ხა­რა­ნა­უ­ლის გა­მო­ფე­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ნა­ნა ხუ­ბუ­ტი­ას და მი­სი მო­წა­ფე­ე­ბის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი, და­გეგ­მი­ლია შალ­ვა მო­სი­ძის გო­რის გო­გო­ნა­თა გუნ­დის კონ­ცერ­ტი და ან­ჩის­ხა­ტის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის გა­მოს­ვ­ლა.

გა­სულ წელს ნი­ქო­ზის ფე­ტი­ვა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბა გო­რის გუ­ბერ­ნა­ტო­რის აპა­რატ­მა აიღო თა­ვის თავ­ზე. მარ­თა­ლია, ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი დღეს გუ­ბერ­ნა­ტო­რი აღარ არის, მაგ­რამ იმე­დია, "გუ­ბერ­ნია" ფეს­ტი­ვა­ლის მი­მართ ინ­ტე­რესს კვლა­ვაც გა­მო­ი­ჩენს, ხო­ლო დე­და­ქა­ლა­ქი­დან ნი­ქოზ­ში წას­ვ­ლის მსურ­ველ­თათ­ვის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო სპე­ცი­ა­ლურ ტრან­ს­პორტს გა­მო­ყოფს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად, 09:00 სა­ათ­ზე გა­ვა. ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წ­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა სა­სურ­ვე­ლია, წი­ნას­წარ გა­ი­ა­რონ რე­გის­ტ­რა­ცია, რო­მე­ლიც 25 აგ­ვის­ტომ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რის­თ­ვი­საც შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ ქე­თე­ვან ჭი­ტა­ძეს "ჩრდი­ლე­ბის თე­ატ­რ­ში" (ტელ. 593985699), ან­და Facebook-ზე და­ე­კონ­ტაქ­ტონ Budrugana Gagra-ს გვერდს.