ფილმი "მცოცავი საზღვრები"


კვირას, 2 სექტემბერს, ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მეორე ღონისძიებას გამართავს სოფელ ნიქოზში. ღონისძიების ფარგლებში ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლეში გაიმართება ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ფილმისა და მრავალწლიანი პერსონალური ფოტო პროექტის „მცოცავი საზღვრები“ ჩვენება და საჯარო ლექცია. 

სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმის რიგით მეორე ღონისძიებას მასპინძლობს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო მერვე ფესტივალი, რომელსაც უაღრესად დიდი სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვს.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ღონისძიება ზემო ნიქოზში თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დასაწყისი 14.00-ზე.
ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლე.

https://tpmm.ge/ka/events/samxret-kavkasiis-fotografiis-modzravi-muzeumi-zemo-niqozshi-goris-raioni-/
© თაკო რობაქიძე - "მცოცავი საზღვრები" 
Tako Robakidze - "Creeping Borders"