ბერლინში ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმება კინოფესტივალებს შორის 6 წლიან თანამშრომლობას მოჰყვა, რაც ნიქოზის კინოფესტივალის მორიგი აღიარებაა ევროპულ ბაზარზე. პარტნიორობის მემორანდუმს ხელი დრეზდენის კინოფესტივალის წარმომადგენელმა კატრინ კუჰლერმა და ნიქოზის კინოფესტივალის თანადამფუძნებელმა მარიამ კანდელაკმა მოაწერეს.