ფესტივალი

ჩვენს ფესტივალში მონაწილეობის პირობები

ფესტივალი სრულიად გამორიცხავს კონკურსის პრინციპს, არ აქვს მნიშვნელობა თუ როდის არის შექმნილი ფილმი, ჩვენი სურვილია შევკრიბოთ ის შემოქმედი ადამიანები, რომელთათვისაც მხატვრული აზროვნების სიღრმე მთავარი ფასეულობაა. აქ არ გაიმართება მხოლოდ და მხოლოდ ფილმების ჩვენება - ყოველი ავტორი შეეცდება, რომ მაყურებელი თავისი ფილმის ინტონაციის აღსაქმელად განაწყოს. ფესტივალზე გთავაზობთ საუბრებს ანიმაციასა და კინოხელოვნებაზე, ხოლო მათ შორის ყველაზე საინტერესო შესაძლოა გამოიცეს კიდეც.

ძალიან საინტერესო იქნება, თუკი ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ნამუშევრებს ვიხილავთ, სიამოვნებით გავეცნობით და მოვიწვევთ ნიჭიერ ავტორებს. ამისათვის, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ და საიტზე განაცხადი დაგვიტოვოთ. გეპატიჟებით როგორც ოსტატებს, ასევე დამწყებ ავტორებს, მივესალმებით ყოველგვარ ნამუშევარს, რომელშიც იგრძნობა ინდივიდუალური შემოქმედებითი საწყისი, კომერციული ღირებულება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ფესტივალზე ასეთი ფილმების წარმოდგენას.

მხედველობაში მიიღეთ, რომ ფესტივალი მონასტერის სიახლოვეში, ეპარქიის მმართველის ინიციატივით გაიმართება. ფილმების შერჩევისას, შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად, ეს გარემოებაც გაითვალისწინეთ. მოსაწვევებს ფილმების ავტორებთან ან მათ წარმომადგენლებთან მას შემდეგ დავაგზავნით, რაც საორგანიზაციო კომიტეტი შემოსულ ფილმებს გადაარჩევს და მათ ფესტივალის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და ველით თქვენს ნამუშევრებს.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ განაცხადი ჩვენს ელფოსტაზე

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

სახელი გვარი

ქვეყანა / მოქალაქეობა

მოკლე ბიოგრაფია, (CV) და ფოტო

მონაცემები საკუთარ ნამუშევარზე ინტერნეტში, თუ ინტერნეტში არ არის ნამუშევარი, შეგვატყობინეთ წერილის საშუალებით, როგორ მოვიპოვოთ მათ შესახებ ინფორმაცია. სასურველია ასევე, რომ განაცხადში დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი და საფოსტო მისამართი.

საკონტაქტო ინფორმაცია

გორი სოფ.ზემო ნიქოზი 
ს/კ 204570062
სს „საქართველოს ბანკის“
ცენტრ. ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502 
ანგ.#: 230468200 
ელ-ფოსტა: nikozifestival@gmail.com

შემოგვიერთდით

გამოგვიწერეთ

გამოიწერეთ ჩვენი ფესტივალის სიახლეები

Copyright © 2019 LexGroup.

Designed By LEXgroup

ძიება