Image

ფილმები

ფესტივალზე წარდგენილი ფილმები

ანიმაციური ფილმების სტუდია `ანიმოს~ (რუსეთი)

 

სამხატვრო ხელმძღვანელი

ნატალია ორლოვა

 

პროდიუსერი

თენგიზ სემიონოვი

 

გოგონა, რომელმაც თითი გაიჭრა

რეჟისორი ედუარდ ბელიაევი

2010, 13 წუთი. პლასტელინი, 3D

გოლიათმა ქალმა დაატყვევა კენკრის შესაგრო-ვებლად ტყეში წასული გოგონები. ყველამ უშველა თავს ყველაზე უმცროსი გოგონას გარდა. გოლიათმა ქალმა სახლში წამოიყვანა ბავშვი, მაგრამ მიუხედავად სინორჩისა, გოგონა საოცარ გამჭრიახობას ამჟღავნებს. ამბავი მოყოლილია მზისა და მისი დის მელიის მიერ. გოგონას დიდ დახმარებას უწევს ახლადშეძენილი მეგობარი, ახალგაზრდა მონადირე.

 

 

სპილოების დღესასწაული

რეჟისორი ალექსეი დიომინი

2011, 13 წუთი. ნახატი ანიმაცია

 

ფილმი წარმოადგენს მუსიკალურ ალბომს, რომელიც სამი ავტორის სამ თემას აერთიანებს:

მუსორგსკის სიმღერას რწყილზე გოეთეს ტექსტზე, ფრაგმენტები იური კოვალის უდარდელი ლილიპუტების ცხოვრებიდან და საოცარი საშობაო ამბავი იუნა მორიცის მიხედვით, რომელშიც სპილოები მონაწილეობენ.

 

დედა და ვაჟიშვილი

რეჟისორი ანდრეი უშაკოვი

2011, 13 წუთი. ნახატი ანიმაცია

 

ლირიული ნოველა დედაზე, მოხუცი ადამიანებისა და ბუნების პატრონობაზე. დიდი ხნის განშორების შემდეგ, ვაჟი მიტოვებულ სოფელში ჩამოდის, რომ მისი მოხუცი დედა ქალაქში წაიყვანოს.

 

ხოჭო, გემი, გარგარი

რეჟისორი იულია არონოვა

2005, 13 წუთი. აპლიკაცია

 

 

 

ანიმაციური ფილმების სტუდია “სე-მა-ფორი“ (პოლონეთი)

 

სტუდიის ვიცე-დირექტორი

ადამ პტაკი

ხოჭოების მწვრთნელი

რეჟისორები მარეკ სკრობეცკი, დონატას ულვიდას, ლინას აუგუტისი, რასა მისკინიტე

2008, 53 წუთი, დოკუმენტური ფილმი

 

დოკუმენტური ფილმი მოცულობითი ანიმაციის ფუძემდებლის ვლადისლავ სტარევიჩის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

 

 

ანიმაციური ფილმების თვ სტუდია, პოზნანი (პოლონეთი)

ჩხუბთა ჩხუბის შესახებ

რეჟისორი ზბიგნევ კოტეცკი

1999, 18 წუთი. მოცულობითი ანიმაცია

 

ამბავი სამ ძმაზე, რომლებიც ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა გზას ეძიებენ. საუკეთესო გზის ძიება ძმებს შორის გადაუჭრელი კონფლიქტის საფუძველი ხდება. თემა მახვილგონივრულად ეხმაურება დემოკრატიის გზების ძიებას და მათ სუსტ მხარეებს.

 

 

მარია გიოლრიხ-ოპიდი წარმოგიდგენთ

ნათლის შექმნა

რეჟისორი ვიოლა სოვა

2011, 21 წუთი. კომპიუტერული გრაფიკა

ვიტრაჟების გამოყენებით შექმნილი ანიმაცია. ფილმში გამოყენებულია ადამ სტალონი-დობრზანსკის საარქივო მასალები.

 

 

რეჟისორი ვიტოლდ გირში (პოლონეთი)

 

მოლოდინი

1962, 10 წუთი

მოცულობითი ანიმაცია

კაცი, რომელიც ქალს ელოდება კაფეში.

 

 

წითელი და შავი

1963, 7 წუთი. ნახატი ფილმი

ამბავი ორ ფერს შორის ბრძოლისა. წითლის - ტორეადორის და შავის - ხარის.

 

 

ცხენი

1967, 7 წუთი. ნახატი ფილმი

საოცარი ამბავია ერთი ველური ცხენისა და ერთი კაცისა რომელიც მის მოთვინიერებას ცდილობს. ცხენი საბოლოოდ გაიმარჯვებს.

 

 

 

ხანძარი

1975, 9 წუთი. ნახატი ფილმი

აპოკალიპტური მოთხრობა ერთ ტყეზე, რომელიც სასტიკმა სტიქიამ გაანადგურა

 

ღONDO ALLA თUღჩA

1993, 4 წუთი. ნახატი ფილმი

მოცარტის მუსიკაზე შექმნილი ანიმაციური მინიატურა.

 

 

 

საუბარი ანიმაციის შესახებ

 

 

პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ბაილენჰოფი

ვაიმარის ბაუჰაუზ-უნივერსიტეტი (გერმანია)

 

 

დრეზდენის ფესტივალი

 

 

ანიმაციის გაცვლითი ფორუმის ფილმები

 

1. სადმე რომ წახვალ, საკუთარ თავს შეეყრები

რეჟისორი პაულის ლიეპა

2009, ლატვია

2. ნური

რეჟისორი მოჰანად ჰასანი

2006, ეგვიპტე

3. გაჩუმდით!

რეჟისორი ფრანკა ზაქსე

2010, გერმანია

4. უსასრულო კიბეები

რეჟისორი დანიელა კოფლერი

2011, ისრაელი

5. საუზმე ბალახზე

რეჟისორი მარი ლის რებანე

2011, ესტონეთი

6. მარცვალი

რეჟისორი ასპა პეტროვი

2009, ბულგარეთი

7. უკანასკნელი სპილო

რეჟისორი ანტი ლააკსო

2008, ფინეთი

 

 

რეჟისორი მიხაილ ალდაშინი (რუსეთი)

 

მოსკოველი მეფეების ისტორია

1997, 1 წუთი. შერეული ტექნიკა

ფილმი ანიმაციური პროექტის ნაწილია, რომელიც მოსკოვის 850 წლისთავს ეძღვნება. ერთი წუთის განმავლობაში მაყურებლის თვალწინ გაიელვებს ყველა რუსი მეფე, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის ისტორიიდან, კრემლის არქიტექტურის შექმნისა და ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები, ძველი ბანკნოტები და რკინის ფულები, მეფეთა წერილები და დეკრეტები, მარკები და ა.შ. ფილმში ყველანაირი მასალაა გამოყენებული: მიწა, ძვლები, თაფლი, თევზი, წყალი, ცეცხლი და ა.შ.

 

 

შობა

1997, 14 წუთი. აპლიკაცია, ნაკაწრი და ნახატი ცელულოიდზე

ხარება, მოსახლეობის აღწერა ბეთლემში, ყრმის დაბადება, სამი მოგვის ჩამოსვლა და ყველაფერი, რაც იმ დროს ხდებოდა.

 

მეორე მხარე

1993, 8 წუთი. ნაკაწრი და ნახატი ცელულოიდზე

მიწაში ორი ჭია ცხოვრობს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ მიწის ზემოთ უკიდეგანო, ლამაზი და თვალის მომჭრელი სამყარო არსებობს. ერთხელ შემთხვევით ამოვლენ და...

 

კელე

1988, 8 წუთი. ნახატი და ჩასხმა ცელულოიდზე

ფილმი ჩუქჩების ზღაპრის მიხედვით არის გაკეთებული. ორი გოგონა კენკრის საკრეფად მიდის ტყეში, სადაც მონსტრს გადაეყრებიან. გოგონებს, სანამ მონსტრს თავს დააღწევენ, უამრავი ხიფათი გადახდებათ. ფილმში გამოყენებულია XIX საუკუნის დასასრულის ჩუქჩების ხალხური მუსიკა და ნახატები.

 

რეჟისორი ალექსანდრ პეტროვი (რუსეთი)

 

სირინოზი

1996, 10 წუთი, ნახატი ფილმი

ქოხში განმარტოებულად ცხოვრობს მოხუცი ბერი და მისი ახალგაზრდა მორჩილი.

ოდესღაც ახალგაზრდობაში მოხუცმა ბერმა უღალატა თავის შეყვარებულს და სხვა შეირთო ცოლად. იმედგაცრუებულმა ქალმა თავი დაიხრჩო წყალში... და ახლა სირინოზის სახით უბრუნდება ყოფილ შეყვარებულს შურისძიებისთვის.

 

მოხუცი და ზღვა

1999, 20 წუთი, ნახატი ფილმი

 

ფილმი ეფუძნება ჰემინგუეის ცნობილ რომანს მოხუც მეთევზეზე, რომელიც ზღვაში ოცნების თევზის საძიებლად გადის.

 

ძროხა

1989, 10 წუთი ნახატი ფილმი

 

ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭის სიყვარულის და თანაგრძნობის პირველ გაკვეთილზე.

 

 

ჩემი სიყვარული

2006, 26 წუთი, ნახატი ფილმი

 

მოქმედება XIX საუკუნის 90-ანი წლების მოსკოვში ვითარდება. მთავარი გმირი, ანტონი 16 წლის საშუალო სკოლის მოსწვლეა. იგი აღსავსეა რომანტიული და ჰეროიკული მისწრაფებებით. იგი იმ ერთადერთს ეძებს, ვისაც თავის პირველ სიყვარულს მიუძღვნიდა.

 

 

რეჟისორი გარი ბარდინი (რუსეთი)

კონფლიქტი

1983, 8 წუთი. მოცულობითი

 

ფილმის გმირები ჩვეულებრივი ასანთის ღერები არიან. წვრილმანი გაუგებრობის გამო დაწყებული ჩხუბი ნამდვილ ბრძოლად გადაიქცა, რომელშიც ორივე დაპირისპირებული მხარე იღუპება.

 

 

ბანკეტი

1986, 10 წუთი. მოცულობითი

 

ფილმის მთავარი გმირები სადღესასწაულო სუფრას შემომსხდარი ადამიანები არიან. ფილმი არა იმდენად სადღესასწაულო სუფრის კულტურაზეა, რამდენად ზოგადად კულტურაზე.

 

ქორწინება

1987, 10 წუთი. მოცულობითი

გაცნობის, სიყვარულის, ქორწინების და საოჯახო ცხოვრების ამბავი, მოთხრობილი ორი თოკის მიერ.

 

ბრეიკი

1985, 10 წუთი. მოცულობითი

 

მუსიკალური პაროდია იმ უღირსი საშუალებების და ხრიკების შესახებ, რომლებსაც მიმართავენ პროფესიონალი მოკრივეები გამარჯვების მოსაპოვებლად.

 

ADAGIO

2000, 10 წუთი. მოცულობითი

 

ფილოსოფიური იგავი მოგვითხრობს უფერულ ბრბოზე, რომელმაც არც იცის და არც უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. სხვისი აზრის, სხვა კონფესიის, კანის განსხვავებული ფერის მიმართ შეუწყნარებლობა - აი თანამედროვე სამყაროში კონფლიქტების გაჩენის ძირითადი მიზეზები.

 

საძაგელი იხვის ჭუკი

2010, 76 წუთი. მოცულობითი

 

ანდერსენის ზღაპარი საძაგელ იხვის ჭუკზე გათამაშებულია მუსიკალური კომედიის სახით, რომლის მოქმედება ვითარდება ცხოველთა ფერმაში, სადაც მამლები, ქათმები, იხვები და ბატები ერთად ცხოვრობენ და დებენ კვერცხს. ერთ მშვენიერ დღეს მამალმა, ამ სამეფოს ღობის გარეთ იპოვა გიგანტური კვერცხი და შეუმჩნევლად თავისი პარტნიორის ბუდეში გადაიტანა... ძალიან მალე გამოიჩიკება გედის ბარტყი, მაგრამ ვინაიდან არც ერთ მათგანს არ ჰგავს, მაშინვე იქცევს მთელი ფერმის ყურადღებას და ხდება დაცინვის და დამცირების ობიექტი.

 

ანიმაციური ფილმების რუსეთის ღია ფესტივალი `სუზდალის ექო~

 

რეჟისორი

საკონტაქტო ინფორმაცია

გორი სოფ.ზემო ნიქოზი 
ს/კ 204570062
სს „საქართველოს ბანკის“
ცენტრ. ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502 
ანგ.#: 230468200 
ელ-ფოსტა: nikozifestival@gmail.com

შემოგვიერთდით

გამოგვიწერეთ

გამოიწერეთ ჩვენი ფესტივალის სიახლეები

Copyright © 2019 LexGroup.

Designed By LEXgroup

ძიება