Image

ფილმები

ფესტივალზე წარდგენილი ფილმები

news 8

ირინა კოდიუკოვა (ბელორუსია)

რეჟისორი, სცენარისტი და ანიმატორი
1974-75 წლებში კიევის სამეცნიერო ფილმების სტუდიაში სწავლობდა მხატვარ მულტიპლიკატო­რის სპეციალობას. 1981 წელს დაამთავრა ბელო­რუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლო­გიური ფაკულტეტი. მისი დებიუტი შედგა 1987 წელს კინოსტუდია ''მოსფილმ''-ში (ექსპერიმენ­ტული შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი''). 1988-91 მუშაობდა ანიმაციური ფილმის სტუდიაში "АБЦ'' (მინსკი).

 

ფილმები:

საშობაოდ მოთხრობილი

1. საშობაო

2. ქარბუქი

3. გოგონა ასანთით

4. საოცარი ვახშამი შობის წინა დღეს

5. თქმულება შობის შესახებ

6. და-ძმა

7. ლეგენდა ლედი გოდივაზე

 

Untitled 1 resize

ანიმაციური ფილმების სტუდია ''სე-მა-ფორი'' (პოლონეთი)

სტუდიის ხელმძღვანელი ზბიგნევ ზმუდსკი

 

1. სვიტაზი

რეჟისორი კამილ პოლაკი

2011 წელი, 20 წუთი, 2D-3D ანიმაცია

ფილმს იღებდნენ რვა წლის განმავ­ლობაში “შე-Mა-Fორ” ს და “Hუმან Aრკ” ის სტუდიებში

დიდი პოლონელი პოეტის, ადამ მიცკევიჩის რო­მანტიული ბალადის კინოვერსია სვიტაზის ტბაში ჩაძირული ქალაქის შესახებ.~

Untitled 2

 

2. ორი ნაბიჯი უკან...

რეჟისორი პაულინა მაიდა

2010 წელი, 8 წუთი, 2D ანიმაცია

ფილმში მოთხრობილია ამბავი ბიჭუნასი, რო­მელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, დატოვოს მისი სოფელი და გაემგზავროს ერთ უცნაურ ქალაქში სამოგზაუროდ.

Untitled 3

 

 

3. იხტისი

რეჟისორი მარეკ სკრობეცკი

2005 წელი, 16 წუთი, თოჯინური ფილმი

ეს უჩვეულო ენით მოთხრობილი მეტაფორული კინოიგავია მოლოდინზე, იმედზე და მის ას­რულებაზე.

Untitled 4

 

 

4. კარაკასი

რეჟისორი ანა ბლასჩიკი

2006 წელი, 10 წუთი, 2D ანიმაცია

ფილმი შექმნილია ჯოზეფ კონრა­დის მოთხრობა `ახალგაზრდობ~-ის მიხედვით

ეს არის მხატვრული ხერხებით მოთხრობილი ამბავი ერთი ჯიუტი მეზღვაურის მოგზაურობისა ბანკონგში.

Untitled 5

 

 

5. პეტია და მგელი

რეჟისორი სიუზი ტემპლტონი

2007 წელი, 30 წუთი, თოჯინური ფილმი

 ფილმი, რომელიც ეყრდნობა სერგეი პროკო­ფიევის მუსიკალურ ზღაპარს, უბრალოდ და გულწრფელად მოგვითხრობს ყველაზე მთა­ვარზე: მეგობრობის ძალაზე და ადამიანურ სიკ­ეთეზე, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას

Untitled 6

 

 

სტუდია `კვალი~ (საქართველო)

სამხატვრო ხელმძღვანელი გელა კანდელაკი

 

1. ჭირი

რეჟისორი დავით თაყაიშვილი

1983 წელი. 9 წუთი. ნახატი ფილმი

 

ეს ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დაე­პატრონება ერთი ფერი ყველაფერს და მოსპობს დანარჩენ ფერებს. საბოლოოდ იგი თავად იღუ­პება ამ ერთფეროვან სამყაროში. ისევ მრავალი ფერი ჩაანაცვლებს ერთ ფერს, თუმცა ყოველთ­ვის არის საშიშროება, რომ კვლავ ერთმა ფერმა დაიპყროს ყველაფერი.

Untitled 1

 

 

2. ყორანი

რეჟისორი დავით თაყაიშვილი

1981 წელი. 12 წუთი. კამერის ქვეშ ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი ფილმი

Untitled 7

 

 

3. იაკობ გოგებაშვილი ცხოვრება და მოქალაქეობა

რეჟისორი დავით სიხარულიძე

1999 წელი. 46 წუთი. ანიმაციური ფილმი. შერეული ტექნიკა

 

ფილმი მოგვითხრობს ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების უცნობ ეპიზოდებზე და მის ღვაწლზე ერისა და ქვეყნის წინაშე.

Untitled 8

 

 

ბავშვთა პროგრამა

 

1. მაწანწალა ძაღლი

რეჟისორი ლიდია ხორნიცკა

პოლონეთი

1969 წელი, 6 წუთი, თოჯინური ფილმი

 

ჯიშიანი ტაქსას ერთ-ერთ ლეკვს ძაღლების კონკურსზე არ ხვდა წილად ჯილდო, სამაგი­ეროდ ის პატარა გოგონას უმეგობრდება.

Untitled 9

 

 

2. ფიჭვის ჩრდილში

რეჟისორი ზბიგნევ ჩერნელეცკი

პოლონეთი

1966 წელი, 9 წუთი, ნახატი ფილმი

 

სერიიდან “ჯადოსნური ფანქარი”

Untitled 10

 

 

3. თერმომეტრი

რეჟისორი დანუტა ადამსკა-სტრუს

პოლონეთი

1986 წელი, 9 წუთი, პლასტელინი

სერიიდან “პლასტელინის კაცუნები”.

პლასტელინის კაცუნების და თერმომეტრის თავშესაქცევი თავგადასავლები.

Untitled 11

 

 

4. ფრთოსანი ურჩხული ბარნაბა

რეჟისორი თადეუშ ვილკოში

პოლონეთი

1977 წელი.10 წუთი, თოჯინური ფილმი

 

ზღაპარი ღორმუცელა დრაკონზე, რომელსაც უბრალო მჭედელმა აჯობა.

Untitled 12

 

 

5. პუდია

რეჟისორი სოფია კრავცოვა

რუსეთი

2008 წელი, 13 წუთი, ნახატი ფილმი

ბორის ჟიტკოვის მოთხრობის მოტივებზე

 

საბავშვო ფანტაზიის საოცარი სამყარო, სავსე გამოგონებით და უცნაურობებით.

Untitled 13

 

 

6. მუსიკალური მაღაზია

რეჟისორი სოფია კრავცოვა

რუსეთი

2003 წელი, 12 წუთი, ნახატი ფილმი

 

ეს არის სევდიანი ამბავი ორ ინტელიგენტ ჭრიჭი­ნაზე, რომლებიც მუსიკის მშვენიერ სამყაროში ცხოვრობენ და უხეშ, ვულგარულ, მაგრამ ძალიან მდიდარ ბუზზე, რომელსაც მიაჩნია, რომ ფუ­ლით ეს მშვენიერი სამყაროც ხელმისაწვდომია მისთვის და მისი ”გენიალური” შვილებისთვის და არ იცის, რომ ამის მისაღწევად სულიერება და შრომაა საჭირო.

Untitled 14

 

 

ანიმაციური ფილმების სტუდია ''ანიმოს'' (რუსეთი)

სამხატვრო ხელმძღვანელი ნატალია ორლოვა

პროდიუსერი თენგიზ სემიონოვი

Untitled 15

 

 

1. ოჩუმელოვი

რეჟისორი ალექსეი დიომინი

2008 წელი, 13 წუთი, ნახატი ფილმი

ფილმი-ფანტაზია ა.ჩეხოვის ადრეული ნაწარმოებების მიხედვით

კაცუნები, კაცები, ჭანჭიკები... გო­ლიათები... ღმერთო, რამდენი არიან? ეს პატარა, თითქოს სა­თამაშო ქალაქები კი ევპლოვ სერაპიონიჩების, ევსტრატ სპირიდონიჩების, პოლიციელების, შოშ­იების, ჭილყვავებისა და ძაღლების საბინადროა. ამ ქალაქებში ცხოვრობენ ბელებუხინები და ჟმიხ­ოვები, ფენდრიკოვები და ზმეეჟალოვები, ხრი­უკინები და ელდირინები, ოჩუმელოვები. მათი სახელები ჩაწერილია ზორბა წიგნებში, სახეები ჩახატულია ალბომებში და ამით მარადისობის სა­კუთრებად არიან ქცეულნი.

 

2. წმინდანი ოსკა

რეჟისორი ნატალია მალგინა

2010 წელი, 13 წუთი, ნახატი ფილმი, კომპიუტერული დამუშავება

ფილმი ბიჭუნაზე, რომელმაც გადაწყვიტა გახდეს წმინდანი და იმაზე, თუ როგორ მოახერხა ეს.

Untitled 16

 

 

3. ჟელტუხინი

რეჟისორი მარია მუატი

2002 წელი, 13 წუთი, მოცულობითი ანიმაცია

ალექსეი ტოლსტოის ერთ-ერთი მოთხრობის ეკრანიზაცია

ბიჭუნა სახელად ნიკიტა პოულობს ბუდიდან გადმოვარდნილ შოშიას. ბარტყი, რომელსაც ის არქმევს ჟელტუხინს, სითბოსა და სიკეთის ზემოქმედებით ცოცხლდება, მხიარულდება და ოჯახის წევრი ხდება. ის დიდ ჩიტად გაიზრდება და გაფრინდება, მაგრამ ნიკიტა მას ვერასოდეს დაივიწყებს.

Untitled 17

 

 

4. კაპიტანის ქალიშვილი

რეჟისორი Eეკატერინა მიხაილოვა

2005 წელი, 29 წუთი, თოჯინური ფილმი

Untitled 18

საკონტაქტო ინფორმაცია

გორი სოფ.ზემო ნიქოზი 
ს/კ 204570062
სს „საქართველოს ბანკის“
ცენტრ. ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502 
ანგ.#: 230468200 
ელ-ფოსტა: nikozifestival@gmail.com

შემოგვიერთდით

გამოგვიწერეთ

გამოიწერეთ ჩვენი ფესტივალის სიახლეები

Copyright © 2019 LexGroup.

Designed By LEXgroup

ძიება