მშვიდობა გვქონდეს!..
სხვა სიტყვები ვერ გამოვნახე მე-10, საიუბილეო, ფესტივალზე მისალმებისთვის; ეს - თითქოსდა საზეიმო- თარიღი უსატიკესი ომის “ინტერიერშია” განთავსებული; ომისა, რომელიც ქვეყანაზე ახლაც მიმდინარეობს - უსამართლობა, ნგრევა, დევნა, კაცის კვლა...
მშვიდობა გვქონდეს - ყველგან, მშვიდობა გვქონდეს უკრაინაში!..
მოგესალმებით ფესტივალის მონაწილეებს, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის... ჩვენ შევიკრიბეთ, ფიქრისათვის, ქმედებისათვის, და არა ტკბობისა და მსუბუქ გართობისათვის!..
პატივისცემით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.